X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მინისტრის მოადგილემ და კანადის კონსულმა 2 ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

2 ოქტომბერი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კანადის კონსულს, უფროს სავაჭრო კომისარ ქრისტოფერ ვიმერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ინფრასტრუქტურულ პროექტებში კანადური კომპანიების მონაწილეობისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ კონსულს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. 

ქრისტოფერ ვიმერი დაინტერესდა საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივით. კონსულმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მშენებლობის შესახებ, კერძოდ საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის (ქვეშეთი-კობი)  პროექტებს, რომელიც გაზრდის გამტარუნარიანობას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს.

მინისტრის მოადგილემ კონსულს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარე რეგიონული განვითარების პროექტების შესახებ.